არითმია, ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობათ,მაქვს გულის არითმია იმდენს არ მაწუხებს რამდენი შიშიც მაქვს, გეკითხებით წნევები არ მაქვს მაღალი, ასი სამოცზე მაქვს, გულის ტკივილი არ მაწუხებს. ცოტა სიმაღლეზე ასვლისას ვიღლები მალე, რამდენად საშიშია ჩემთვის ეს ტკივილი როცა მაღალი წნევა არ მექნება ინსულტი ან ინფარქტი დამემართებააა?
პასუხი:

მოგესალმებით,
არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
უნდა აღინიშნოს, რომ არითმიების უმეტესობა საშიში არ არის და მათი არსებობის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე ვერ იგებს ადამიანი. მაგრამ არითმიების მცირე ნაწილი იმდენად საშიშია, რომ სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.
წნვის მაჩვენებელი 100/60 ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ჰიპოტენზია. არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ, გამწვავების რისკი, მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების მკურნალობის კუთხით.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევას:   https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევის შემდეგ, დადგინდება არითმიებისა და ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა