რა არის მამოგრაფია?

რა არის მამოგრაფია?

მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, პროფილაქტიკის მიზნით, მამოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს ქალებში 40 წლის ასაკიდან, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩივილები.

მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეტაპზე განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.

უმნიშვნელოვანესია ის, რომ ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა! აღსანიშნავია, რომ მსგავსი უნიკალური თვისებებით აღჭურვილი მამოგრაფი მთელ საქართველოში ერთადერთია და მხოლოდ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“!

მამოგრაფიისაგან განსხვავებით ტომოსინთეზის პროცედურა გაცილებით კომფორტულია, რადგან ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმალურია.

ჩვეულებრივი მამოგრაფიული კვლევის დროს შესაძლოა მოხდეს სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების ზედდება სიმსივნურ წარმონაქმნზე და შესაბამისად, გართულდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი კი თომომარკერის ტექნოლოგიის საშუალებით, უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას იძლევა, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. მისი საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სერიული სურათების მიღება სხვადასხვა კუთხით, რაც საბოლოოდ გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს. ეს ფუნქციები კი ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

დაგვირეკეთ