რა არის საშვილოსნოს მიომა?
სიმსივნური დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება საშვილოსნოს მიომა.
ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება.
მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არაა, ხოლო ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე, ენდოკრინული დისბალანსი, იოდდეფიციტი და ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, ხშირი აბორტი, გენეტიკური ფაქტორი.
მაგრამ ასევე ხშირია ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკი.
დაავადების პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდული სკრინინგი!
დაავადების განვითარების რისკი იზრდება 30 წელს გადაცილებულ ქალბატონებში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ