კარდიოლოგიური კვლევები

კარდიოლოგიური კვლევები

ჩაიტარეთ გულის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოლოგის კონსულტაცია

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან, თუ გაქვთ ამ ჩივილებიდან ერთ-ერთი მაინც:

  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თუნდაც უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე;
  • გულის ფრიალი, გახშირებული გულისცემა;
  • ქვედა კიდურების შეშუპება;
  • სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ არეში;
  • ადვილად დაღლა, სისუსტე.


კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ შეთავაზების ფარგლებში გთავაზობთ:

  1. კარდიოლოგის კონსულტაციას;
  2. ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპიას);
  3. ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).

 

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გულის უკმარისობის მარკერის, ნატრიურეზული პეპტიდის, NT-proBNP-ის განსაზღვრას სისხლში.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მართვას, რადგან დაგვეხმარება ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ გულის უკმარისობა, ხოლო უკვე დიაგნოსტირებულ შემთხვევებში - უფრო ზუსტად შევაფასოთ მდგომარეობის სიმძიმე და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობა.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლის.

 

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ