ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი (ურეაზა)

ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი (ურეაზა)

ფასდაკლება გასტროენტეროლოგის კონსულტაციაზე

ჰელიკობაქტერია პილორი (Helicobacter pylori) საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა და ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება, გამოიწვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა დაზიანება (გასტრიტი, დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება და კუჭის კიბოც კი).

როდის მივმართოთ ექიმ-გასტროენტეროლოგს და როდის არის საჭირო ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტის გაკეთება?!

საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება შემდეგი ჩივილების შემთხვევაში:

  • გულძმარვა;
  • სიმწარის შეგრძნება და უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;
  • გაურკვეველი მიზეზით წონის კარგვა;
  • გასტროსკოპიით დადასტურებული კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს.

აქციის ფარგლებში, 125 ლარის ნაცვლად მხოლოდ 60 ლარად, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ:

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაციას;
  • ჰელიკობაქტერიის სუნთქვით (ურეაზა) ტესტს, რომელიც ითვლება ჰელიკობაქტერ პილორის (Helicobacter pylori) დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად.

აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს!

კონსულტაციას გაგიწევთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმები:

  • მაგდა ასათიანი - გატსროენეროლოგი, ჰეპატოლოგი;
  • ნიკოლოზ მეძმარიაშვილი - გასტროენეროლოგი, ენდოსკოპისტი;
  • თამთა ნიკოლაიშვილი - გასტროენეროლოგი, ენდოსკოპისტი.

ჰელიკობაქტერიის სუნქვითი ტესტის ჩვენებები და მომზადების წესი

აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 12 25 25; 577 059 900.

 

 მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას №29

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ