გთავაზობთ ჰემატოლოგის უფასო კონსულტაციას

გთავაზობთ ჰემატოლოგის უფასო კონსულტაციას

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

ამ თარიღს უერთდება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ და გთავაზობთ ჰემატოლოგის უფასო კონსულტაციას.

ჰემატოლოგის უფასო კონსულტაციით სარგებლობას შეძლებთ მთელი კვირის განმავლობაში.

თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900!

მოგეხსენებათ, ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობისათვის.

მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ამ თემის გარშემო ერთიანდებიან. ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება კიბოს პრევენციის, სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!