50%-იანი ფასდაკლება სპირომეტრიულ კვლევასა და თერაპევტის კონსულტაციაზე

50%-იანი ფასდაკლება სპირომეტრიულ კვლევასა და თერაპევტის კონსულტაციაზე

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქცია სასუნთქი სისტემის დიაგნოსტირებაზე

სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის ეფექტური მეთოდია, რომელიც გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის.

აუცილებლად ჩაიტარეთ სპირომეტრიული კვლევა, თუ გაქვთ:

  • ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან ნახველი;           
  • დისპნოე;
  • ქოშინი;
  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • შრომის უნარის დაქვეითება;   
  • ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება;
  • ქრონიკული სურდო.

ასევე, კვლევა რეკომენდირებულია:

  • თუ ხართ რისკის ჯგუფში, როგორიცაა მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები;
  • ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელი გართულებების რისკის შესაფასებლად;
  • ბრონქო-პულმონური დაავადებების სამართავად და სიმძიმის შესაფასებლად;
  • მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით.


მოქმედი აქციით, სპირომეტრიულ კვლევას, თერაპევტის კონსულტაციას და სისხლის საერთო ანალიზს 135 ლარის ნაცვლად 70 ლარად ჩაიტარებთ!

აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს და პარასკევს!

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900 ან 2 12 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ