კარდიოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - კარდიოლოგია


ათეროსკლეროზი - კარდიოლოგია

26 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა, ქუთაისში გავიკეთე გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.დასკვნა: აორტის სარქველის ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო ათეროსკლეროზული ცვლილებები.მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის ბაზალური სეგმენტის უმნიშვნელო ჰიპოკინეზია, მარცხენა პარკუჭის ზომიერი ჰიპერტროფია. ამის შემდეგ გავიკეთე დატირთვის ტესტი ტრედმილზე. დასკვნა: პოზიტიური მაქსიმალური მეტაბოლური ერთეული შეადგენს 4,6 შეესაბამება დაძაბვის სტენოკარდის 2 ფუნქციურ კლასს დამინიშნა 2 თვიანი კურსი წამლები: კარდიო მაგნილი, პრედუქტალი ოდ, სორვასტა 20 მგ,პრესტილოლი 5-5 მგ. გთხოვთ რაღაც არ ვეთანხმები ექიმის დასკვნას თუ არ დაემორჩილა მკურნალობას მთავაზობს სტენტირებას. ყოველივე ამის გადამოწმება მინდა თბილისში უფრო კვალიფიციურ ექიმთან.ნუთუ გამოსავალი მხოლოდ სტენდირებააა?მედიკამენტი იქნებ არის რაიმე რომელიც გადამარჩენს ამ ნერვიულობას. მიმანიშნეთ ექიმი პროფესორი რომელიც დამეხმარება წინასწარ მადლობააა. ველოდები პასუხს

იხილეთ პასუხი

ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია

20 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა, ვარ 30 წლის.ხშირად მაქვს გულმკერდში სხვადასხვა სახის ტკივილი.უმეტესად გამჭოლი(აი დანა რომ გაგისვან გულზე) ძლიერი ტკივილი რომელიც გრძელდება წამები მაგრამ დაახლოვებით 30წუთის შიგნით რამოდენიმეჯერ მეორდება სული მეკვრება მაგ დროს და ტკივილი რომ გადამდის მთელ სხეულში მახურებს და სახეზე სიწითლე დამკრავს ტკივილის გამო. გული მიფარფალებს და ცოტა რო დამშვიდდება გული, ვსუნთქავ მძიმედ....ძალიან სუსტად ვარ მთელი დღის განმავლობაში სულ მეძინება.... ხშირად მაქვს მაღალი წნევაც 110-70 ვატარებ მაგრამ ეხლა მომიხშირდა 130-90 და 140-100 ზოგჯერ 150-110ზეც მქონია დამაკვალიანეთ რომელ ექიმს მივმართო.მადლობა

იხილეთ პასუხი

ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია

14 ნოემბერი 2018

კითხვა: დილა მშვიდობისა მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ დიდი მადლობელი ვარ თქვენი და მთელი კოლექტივის რომ ასე გულთან მიგაქვთ ავადმყოფის პრობლემები.არ მინდოდა თქვენი შეწუხება ზედმეტად მაგრამ ვხედავ რომ ჯამრთელობა დღითიდღე უარესდება ჩემი. სიმართლეს კი ვერსად ვაღწევ.ეხლა რაც შეეხება ჩემს პრობლემას მოკლეთ გეტყვით ,მარჯვენა მხარეს გულის პირდაპირ მაქვს ტკივილები საშინელი ,მუდმივად მარჯვენა მხარეს ვეღარ ვწვები.რამე რომ დავიკავო ამ მხარეს ხომ გამორიცხულია,ვიყავი უბნის ექიმთან მითხარა ტახიკარდია და სტეონოკარდიას ვფიქრობ თუ არ გამოვლინდა უარესიო ანუ მიკროინფაქტი თუ არ გაქვს გადატანილიო გამიშვა კარდილოგთან კარდიოგრამა გადიღე სასწრაფოდო, მაგრამ ამათ არც კადიოგრამას ვენდობი და არც ექიმებს. ეხლა მაინტერებს როგორ კარგი ექიმები და როგორც კარგი კოლექტვი რა შეიძლება იყოს ტკივილის გამომწვევი რასთან გვაქვს საქმე გთხოვთ მიპასუხოთ და ვის მივმართო ამისთვის

იხილეთ პასუხი

სკოლიოზი - კარდიოლოგია

08 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა .დამიდგინდა სქოლიოზი მაღალი ხარისხის.მაქვს ტკივილი მკერდის ძვლის მარხენა მხარეს და მკერდის ქვეშ.შესაძლოა თუ არა ამ პრობლემამ ამ მიდამოს ტკივილი გამოიწვიოს .

იხილეთ პასუხი

თრომბოფლებიტი, მოციმციმე არითმია - კარდიოლოგია

07 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლე არის 62 წლის. აქვს გულის მოციმციმე არითმია, ასევე ტრომოფრებიტი. ექიმის რჩევით იღებდა 1 ტაბლეტ ვარფარინს. 31.07.2018 წელს INR ჰქონდა 1.80. 25.09.2018 ში INR მოვიდა 0.99. ექიმმა ურჩია ვარფარინის დოზა გაეზარდა და აწი მიეღო ორი ტაბლეტი. 05.11.2018 ში INR ჰქონდა 5.78 რაც ნორმას ძალიან აჭარბებს. თავს ცუდად გრძნობდა, დაეწყო სისხლიანი შარდდენა (უკვე აღარ აღენიშნება) ექიმმა ურჩია შეეწყვიტა ვარფარინის მიღება, თავისით დარეგულირდესო და 10 დღის შემდეგ ისევ ვნახოთო. რაიმე სხვა ზომების მიღება ხომ არ არის აუცილებელი? P.S სისხლიანი შარდდენა როცა ჰქონდა, თირკმლის არეში და მთელი მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ჰქონდა, გვეგონა კენჭის გავლა იყო, ეხოსკოპიაზეც იყო და უთხრეს რომ არ ყოფილა კენჭის გავლა. თუ შეგიძლიათ კვალიფიციური და კომპედენტური ექიმი გვირჩიოთ ვისთანაც მივალთ.

იხილეთ პასუხი

ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა, დედაჩემს თვალი უთამაშებს და წნევა ხშირად მაღალი აქვს, რისი ბრალი იქნება?

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს