კითხვა: გამარჯობა. დამიდგინდა რევმატიული ართრიტი და დამინიშნეს მეთიპრედი ჯერ 8 ახლა ჩამოვედი 4-ზე თუმცა ც რეაქტიული რომელიც თავდაპირველად იყო 99 ახლა მაქვს 132 ეს სწორი მკურნალობაა?
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, მედიკამენტების სახეობის ან კომბინაციის დანიშვნა, მკურნალი ექიმის პრეროგატივაა და დაკავშირებულია პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, რომლის მიმოწერის რეჟიმში შეფასებაც შეუძლებელია.
კვლავინდებურად გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც თქვენი მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ შეძლებს ადექვატური მკურნალობის დანიშვნას.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობის შესაბამისი მეთოდის შერჩევაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !