მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით თქვენი ასაკი ვფიქრობთ, რომ პარასაგიტალურად გამკვრივებული მაგისტრალური სისხლძარღვები, თქვენს შემთხვევაში სავარაუდოდ ნიშნავს, რომ საქმე ეხება ათეროსკლეროზს.
ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა.
დიახ, ასეთ დროს საშიშ გართულებათაგან აღსანიშნავია ინსულტი.
ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს ვიკვლევთ ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა, სტენოზის არსებობის შემთხვევაში სტენოზის ხარისხის შეფასება და პრევენციული ღონისძიების (მკურნალობის ) ჩატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინსულტის განვითარება.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება აღნიშნულ კვლევას + ნევროლოგის კონსულტაციაზე , ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!