სამეანო გინეკოლოგია

სამეანო გინეკოლოგია

კლინიკის სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ მშვიდ და მეგობრულ გარემოს.

მომავალი დედიკოსა და ჩვილის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე ზრუნავენ პროფესიონალი მეან–გინეკოლოგები, რომელთაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გთავაზობთ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკ–პალატებსა და კეთილმოწყობილ, კომფორტულ პალატებს.

კლინიკაში ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება:

  • ამბულატორიული სამსახური;
  • სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
  • ნეონატოლოგიური სამსახური.

ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  1. ორსულობის დაგეგმვა;
  2. ორსულობის მართვა;
  3. მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში;
  4. ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით.

მშობელთა სკოლა

კლინიკაში მოქმედებს მშობელთა სკოლა.

დაგვეთანხმებით, ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ–ერთი სასიამოვნო და ლამაზი პერიოდია. წყვილი მოუთმენლად ელის განუსაზღვრელ ბედნიერებასთან შეხვედრას – ახალ სიცოცხლეს ხომ ოჯახში სიხარული მოაქვს. გასაკვირი არაა და ეს შეგრძნება თითქმის ყველა ახალბედა დედიკოს გამოუცდია – არ იცის როგორ მოუაროს პატარა ადამიანს, ფიზიოლოგიურად იმშობიაროს თუ საკეისრო კვეთით, რა ცვლილებები ელის და რა სიმპტომები ახლავს თან ორსულობის პროგრესირებას.

კლინიკის მშობელთა სკოლაში სწორედ ამ და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე მიიღებთ კომპეტენტური მეან–გინეკოლოგების პასუხს.

მშობელთა სკოლა მიზნად ისახავს მომავალი და ახალბედა მშობლების მომზადებასა და მათი ცოდნის დონის ამაღლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის, ჩვილის მოვლის საკითხებში.

ფოტოსესია მუცლადყოფნის დროს

კლინიკა წყვილს სთავაზობს უნიკალურ შანსს, რომ იხილოს შვილი მუცლადყოფნის პერიოდში. კლინიკის უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10-ით შესაძლებელია საშვილოსნოში მყოფ პატარას მიუძღვნათ ფოტოსესია, გაიცნოთ შვილი დაბადებამდე.

ექოსკოპიის აპარატის ულტრათანამედროვე რეჟიმები (2D, 3D და 4D) გვიჩვენებს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10 სამეანო კვლევაში ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ სისტემას წარმოადგენს.

კლინიკის ექოსკოპიის კაბინეტში ხშირად ნახავთ შვილის ხილვით გამოწვეულ ბედნიერების ცრემლებს. თქვენც შეუერთდით ამ სასიამოვნო პროცესს! მიეცით შვილს საშუალება, წლების შემდეგ დაათვალიეროს უნიკალური კადრები, იხილოს თავისი მუცლადყოფნის პერიოდი.