ნეონატოლოგია

ნეონატოლოგია

ნეონატოლოგია პედიატრიის დარგია, რომელიც შეისწავლის ახალშობილების (ნაყოფის დაბადებიდან 30 დღე) ფიზიოლოგიას და პათოლოგიას.

კლინიკაში ჩვილთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ულტრათანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ნეონატოლოგიური სამსახური.

კლინიკაში დაბადებული ახალშობილები

კლინიკაში  შექმნილია მზრუნველი და კომფორტული გარემო დედისა და ახალშობილისათვის. ნეონატოლოგიური სამსახურის თითოეული თანამშრომელი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვილი მარტივად და უსაფრთხოდ შეეგუოს ახალ გარემოს.

ნეონატოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც იძლევა საშუალებას საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ახალშობილთა პათოლოგიების მართვა, მონიტორინგი და მკურნალობა ქვეყანაში მოქმედი ეროვნული პროტოკოლების, გაიდლაინების და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დღენაკლული პატარებისთვის პალატები სპეციალურად აღიჭურვა თანამედროვე ინკუბატორებით.

დეპარტამენტში მელოგინე დედას სათანადო ინფორმაციას აწვდიან ახალშობილის მოვლის (ჰიგიენის) შესახებ.

დედა კლინიკაში სწავლობს ყველა საჭირო ინფორმაციას ლაქტაციაზე. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა დედისთვის, რომელმაც არ იცის თუ რა შუალედით კვებოს პატარა, კვების როგორი რაციონია სასარგებლო მეძუძური ქალისთვის, რომელი პროდუქტი უწყობს ხელს რძის მომატებას, როდის არ არის რეკომენდებული ახალშობილის ძუძუთი კვება და სხვა.