„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვე! რა ღონისძიებებია დაგეგმილი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?

„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვე! რა ღონისძიებებია დაგეგმილი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს, „ვარდისფერ ოქტომბერს“ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ უერთდება.

ძუძუს კიბოს პრევენცია, დიაგნოსტირება, მკურნალობა კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს არაერთ საინტერესო აქციას 2D, 3D მამოგრაფიას, სარძევე ჯირკვლების სრულ გამოკვლევას.

ოქტომბში ისარგებლებთ მამოლოგის უფასო კონსულტაციით!

აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ შიდა სკრინინგული პროგრამა, სადაც პაციენტები სიმბოლურ ფასად იტარებენ სარძევე ჯირკვლების სრულყოფილ, კომპლექსურ გამოკვლევას დიაგნოსტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

გახსოვდეთ, ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა იძლევა განკურნების შესაძლებლობას!

კლინიკაში სკრინინგული კვლევების  საშუალებით, საწყის სტადიაზეა შესაძლებელი პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს რაიმე  სახასიათო ნიშანს, სიმპტომს (ან სიმპტომებს) და რომელიც მხოლოდ კვლევის გარკვეული მეთოდებით შეიძლება იყოს გამოვლენილი და არა კლინიკური ნიშნით.  

აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ კლინიკა „ახალი სიცოცხლეა“ აღჭურვილი ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით!

კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური ფუნქციის მამოგრაფზე Planmed Clarity 3D. ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი ხედავს ისეთ სტრუქტურებს, რომელიც არ ჩანს სტანდარტული მამოგრაფიის რეჟიმში.

ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.

ბოლო პერიოდში შეინიშნება როგორც დაავადების რაოდენობრივი მატება, ისე გაახალგაზრდავება.

მისი გამოვლენა, ძირითადად, სარძევე ჯირკვლებში კვანძოვანი წარმონაქმნის სახით ხდება და ადგილობრივი გავრცელების გარდა ახასიათებს გენერალიზება, მეტასტაზირება, ანუ პროცესის გავრცელება სხვა ორგანოებში.

ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: წარმონაქმნი ან რაიმე სახის გამკვრივება ძუძუში,  ძუძუს ფორმის შეცვლა, ძუძუს კანზე ცვლილებები-დეფორმაცია, შეშუპება, სიწითლე, დვრილის ჩაბრუნება, მუქი  გამონადენი დვრილიდან, იღლიაში კვანძების გაჩენა. თუმცა შესაძლებელია ამ დაავადების არსებობა სიმპტომების და ჩივილის გარეშე, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია პერიოდული, რეგულარული გამოკვლევები მამოლოგთან!

გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არაა და დაავადების დამარცხება შესაძლებელია! ამას ადასტურებს ბევრი პაციენტის მაგალითი.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ძუძუს კიბოს პრევენციის, ყოველმხრივი კვლევისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო!

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!