ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

კლინიკის ექიმები მორიგ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ქარელის რაიონის სოფელ დირბში ჩაატარებენ.

უფასო გასინჯვის აქცია „მებრძოლთა კავშირისა“ და ადგილობრივი გამგეობა–მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დირბის ამბულატორიულ შენობაში გაიმართება.

უფასო კონსულტაციებს აწარმოებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, გინეკოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ექოსკოპისტი.

პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები. ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!