ფარისებრი ჯირკვლის სრული გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვლის სრული გამოკვლევა

ახალი სიცოცხლის ენდოკრინოლოგიური აქცია

ბოლო პერიოდში, ზოგადი დაკვირვებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიხშირემ მკვეთრად მოიმატა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გარდამავალი (ტრანზიტორული) თირეოტოქსიკოზი, რაც შეიძლება, დაკავშირებული იყოს კოვიდის გადატანის შემდგომ დაწყებულ აუტოიმუნურ პროცესებთან.

სწორედ ამ დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აქციის ფარგლებში გთავაზობთ ექიმ-ენდოკრინოლოგ ანა კოპალეიშვილთან კონსულტაციას და შემდეგ კვლევებს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
  • TSH-ის განსაზღვრა სისხლში;
  • FT4 თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.

აქციით სარგებლობა შეგიძლიათ

ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს!

მისი ფასი კი, 200-ის ნაცვლად, 110 ლარია!

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს შეიძლება, განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ოფლიანობა;
  • საერთო სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • გულისცემის აჩქარება/ფრიალი;
  • თავბრუსხვევა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ძილიანობა ან პირიქით, უძილობა;
  • შინაგანი შფოთვა და კანკალი;
  • წონაში მატება ან პირიქით, მისი მკვეთრი კლება;
  • თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და სხვა.

ენდოკრინოლოგიური პრობლემა შეიძლება, ნებისმიერ ასაკში შეგვხდეს, თუმცა უფრო ხშირად, ახალგაზრდა ქალბატონებში. შესაბამისად, გირჩევთ, ჩაიტარეთ დროული დიაგნოსტირება და დაიწყეთ ახალი სიცოცხლე.

აქციით სარგებლობისთვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (+995) 322 12 25 25 ან (+995) 577 059 900!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ